Wednesday, April 27, 2011

ორმაგი მობილური ტელეფონები

თანამედროვე მობილური მოწყობილობების მთავარი პრობლემა მათი ზომებია; ტელეფონები მშვენივრად ეტევა ჯიბეებში, კარგად ჯდება ხელში, სასიამოვნოა საუბარი, მაგრამ მათზე ტექსტის აკრეფვა მოუხერხებელია. ბრიტანელი დიზაინერის მარიანა ბეილის (Marianne Bailey) აზრით, ამ პრობლემის გადასაჭრელად ტელეფონი ორ ნაწილად უნდა გაიყოს.ამიტომ მისი შესრულებით შექმნილი ახალი, კონცეპტუალური ტელეფონი ორი ერთნაირი კომპონენტისგან შედგება: კლავიატურის ნახევარი მომხმარებელს მარცხენა ხელში უკავია, მეორე ნახევარი კი — მარჯვენაში. მარიანა დარწმუნებულია, რომ ასეთი გადაწყვეტა ტექსტის უფრო სწრაფად აკრეფის შესაძლებლობას მოგვცემს, ვიდრე BlackBerry ან Swype. ამასთან, სასიამოვნოა ხის კორპუსიც, რის წყალობითაც ტელეფონის ხელში დაკავება სასიამოვნოა. ხოლო საუბარი, ნებისმიერი ნახევრით შეგიძლიათ. სამწუხაროა, რომ დისპლეი ძალიან პატარა გამოვიდა.

No comments:

Post a Comment